ვლადიმირ ვაისი:
Aa
Aa

ვლადიმირ ვაისი: "ჩემი ბიჭებით ვამაყობ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, უელსთან შეხვედრის (1:1) შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

" - თამაშის წინ რომ გეკითხათ, დავკმაყოფილდებოდი თუ არა ერთი ქულის მოპოვებით, ალბათ პასუხი დადებითი იქნებოდა. კარგი თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმი, როდესაც ჩვენ რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენეთ. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ევროპის 10 საუკეთესო ნაკრების სიაში შედის და პირველ ტაიმში მან ძალიან კარგად ითამაშა. პირველი 30 წუთის მანძილზე ჩვენ ალბათ ზედმეტად ვუფრთხილდებოდით ბეილსა და უელსის სხვა მოთამაშეებს.

- გოლისას პოზიციური შეცდომა დავუშვით, რის შედეგადაც, ბეილი მარტო დარჩა და ბოლო დარტყმა იდეალურად შეასრულა. ამის მიუხედავად, ჩვენ ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, და 3 ქულის მოპოვებაც შეგვეძლო.

-ირლანდიასთან თამაშის წინ აღვნიშნე, რომ ჩვენ ამ ორ თამაშში ქულების მოპოვება გვჭირდებოდა. დღეს პირველი ქულა ავიღეთ და მომავალშიც უნდა შევეცადოთ გასვლებზე დადებითი შედეგების მიღწევას.

- ვფიქრობ, საკუთარ მოედანზე ჩვენი ჯგუფის ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ეს მხოლოდ მესამე ტური იყო და მიუხედავად იმისა, რომ ერთი ქულა ცოტაა, გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთა ნიჭიც სახეზეა. ამ გუნდს კარგი მომავალი აქვს და დღეს მე ამ მოთმაშეებით ვამაყობ.

-იმედია, რომ მოლდოვასთან თამაშისას სტადიონი გაივსება და ჩვენ შევძლებთ პირველი გამარჯვების მოპოვებას. პირველად ვიქნებით ფავორიტის როლში, თუმცა, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. წინ რთული მატჩი გველის". - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის შემდეგ მატჩს, 12 ნოემბერს, თბილისში, მოლდოვის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები