პირლო: „შეთავაზებები პრემიერ ლიგიდან და სერია A-დან მქონდა, მაგრამ ეს სწორი გზა იყო“
Aa
Aa

პირლო: „შეთავაზებები პრემიერ ლიგიდან და სერია A-დან მქონდა, მაგრამ ეს სწორი გზა იყო“

„იუვენტუსის“ 23-წლამდელთა გუნდის ახლად დანიშნულმა თავკაცმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტს პრემიერ ლიგისა და სერია A-ს კლუბები სთავაზობდნენ, მაგრამ ისინი უარით გაისტუმრა „ბიანკონერიმ“ ლეგენდარული იტალიელი დღეს წარადგინა და პირლო პრესკონფერენციაზე სამომავლო გეგმებსაც შეეხო.

„კარიერის განმავლობაში ბევრი მაღალი დონის მწვრთნელი მყავდა და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ანჩელოტი, ლიპი, კონტე და ალეგრი, თუმცა ჩემი აზრით, ყველა სპეციალისტმა თავისი გზა უნდა აირჩიოს.

ჩემმა გუნდმა ყოველთვის კარგად უნდა ითამაშოს. ფეხბურთელობისას ბევრი რამ მეზიზღებოდა და არ მინდა, მათი დანახვა მწვრთნელის რანგშიც მომიწიოს. გუარდიოლა და ზიდანი? მათ ყველა სიამოვნებით მიბაძავდა, მაგრამ ამას დამსახურება უნდა.

სიმართლე გითხრათ, შეთავაზებები პრემიერ ლიგისა და სერია A-ს კლუბებისგანაც მქონდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს იყო ის გზა, რომლითაც ჩემი სამწვრთნელო კარიერა უნდა დაწყებულიყო“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ ყოფნისას პირლომ სკუდეტო 4-ჯერ, სუპერთასი 2-ჯერ და კოპა იტალია ერთხელ მოიგო. „ბიანკონერის“ დატოვების შემდეგ, მან MLS-ს მიაშურა და 2017 წელს კარიერა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები