ზე რობერტო რონალდოზე: „გართობა ძალიან უყვარდა და ვარჯიშებზე უძინარი მოდიოდა
Aa
Aa

ზე რობერტო რონალდოზე: „გართობა ძალიან უყვარდა და ვარჯიშებზე უძინარი მოდიოდა"

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზე რობერტომ თანამემამულე რონალდოს შესახებ ისაუბრა. 46 წლის მოთამაშემ ინტერვიუ Tyc Sports-ს მისცა და „ფენომენოს“ ცხოვრების სტილი გაიხსენა.

„რონალდოს გართობა ძალიან უყვარდა. მახსოვს, ის გასართობად მიდიოდა და მომდევნო დღეს ვარჯიშზე უძინარი მოდიოდა. დაუჯერებელი იყო. რონი სვამდა, მაგრამ მეორე დღეს ნამდვილი ცხოველივით ვარჯიშობდა.

რონალდო ერთადერთი არ იყო, ვისაც გართობა უყვარდა. რონალდინიოს საკუთარ სახლში დისკოთეკა ჰქონდა მოწყობილი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მასთან არცერთხელ ვყოფილვარ“.

შეგახსენებთ, რომ ზე რობერტოს სხვადასხვა დროს „რეალში“, „ფლამენგოში“, „ლევერკუზენში“, „ბაიერნში“ და „ჰამბურგში“ უთამაშია. ბრაზილიის ნაკრების ღირსებას იგი 1995-დან 2006 წლამდე იცავდა და „სელესაოს“ მაისურით 84 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები