ეპიდაფეთქება ბეისბოლის გუნდში - მაიამი მარლინსში Covid-19 17 ადამიანს დაუდგინდა
Aa
Aa

ეპიდაფეთქება ბეისბოლის გუნდში - მაიამი მარლინსში Covid-19 17 ადამიანს დაუდგინდა

MLB-ის გუნდი, „მაიამი მარლინსი“ კორონავირუსს ებრძვის. ESPN-ის ინფორმაციით, ტესტირების მორიგი რაუნდის შედეგად Covid-19 გუნდის კიდევ 4 წევრს დაუდგინდა, რის შემდეგაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია.

გუშინ დაიწერა, რომ კორონავირუსი 11 მოთამაშესა და 2 მწვრთნელს აღმოაჩნდათ. ზემოთ ხსენებული ოთხეულის შესახებ კი, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

„მაიამი მარლინსის“ ერთ-ერთი მომდევნო მეტოქე „ვაშინგტონ ნეიშენალსია“, რომელთანაც ფლორიდელებმა 3 შეხვედრა უნდა გამართონ. „ვაშინგტონის“ მოთამაშეები მაიამიში გამგზავრებაზე და მატჩების ჩატარებაზე უარი განაცხადეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას MLB მიიღებს. 

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო „მაიამის“ მონაწილეობით ერთი სერია უკვე გადაიდო. „მარლინსს“ „ბალტიმორ ორიოლსის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ საქმეში MLB ჩაერია და მატჩები გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები