უცნობი კადრები |
Aa
Aa

უცნობი კადრები | "თუ ღმერთმა ინება, რომ ცოცხალი დავრჩე"... - გრიგოლ ცაავა აფზახეთის ომში

ბევრმა ნამდვილად არ იცის, რომ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, გრიგოლ ცაავა აფხაზეთის ომის ვეტერანია.  1992 წელს, 30 წლის ასაკში წარმატებული კარიერა მიატოვა და აფხაზეთში სამშობლოს დასაცავად წავიდა.

ცაავამ ბოლო ფული დახარჯა იმისთვის, რათა სოხუმში თანამებრძოლთათვის იარაღი და ტვია-წამალი ჩაეტანა. წარმატებული ფეხბურთელი მტერს ტყეში ებრძოდა და ხშირ შემთხვევაში პარტიზანულ ბრძოლებსაც არ უშინდებოდა.

ვიდეო, რომელსაც ამ სტრიქონის ქვემოთ გთავაზობთ, 1992 წელსაა გადაღებული და ცაავა მასში ომში წასვლის მიზეზებზე საუბრობს. 

გრიგოლ ცაავა 1982 წელს სრულიად საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელების 33 ნომინანტს შორის დასახელდა. იგი სხვადასხვა დროს თბილისის ,,დინამოში'', ლანჩხუთის ''გურიაში'', სოხუმის "ცხუმსა'' და თბილისის ''თეთრ არწივებში'' თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები