გურამ ქუთათელაძე - მორიგი ქართველი მებრძოლი UFC-ში
Aa
Aa

გურამ ქუთათელაძე - მორიგი ქართველი მებრძოლი UFC-ში

გავრცელებული ინფორმაციით UFC-ში მორიგ ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე იასპარეზებს.

შვედეთში მოღვაწე 28 წლის სპორტსმენმა შესაძლოა სადებიუტო ბრძოლა შემოდგომაზე „მებრძოლთa კუნძულზე“ გამართოს.

გურამ ქუთათელაძემ ბოლო 8 შეხვედრიდან რვავე მოიგო. ქართველი მებრძოლი მსუბუქ წონაში ასპარეზობს,სადაც ისეთი ვარსკვლავები ბრძოლობენ,როგორებიც არიან : ხაბიბ ნურმაგომედოვი,კონორ მაკგრეგორი,ტონი ფერგიუსონი,ჯასტინ გეიჯი და ა.შ.

ლიანა ჯოჯუას ,მერაბ დვალიშვილის, გიგა ჭიკაძის, რომან დოლიძისა და ილია თოფურიას შემდეგ გურამ ქუთათელაძე მეექვსე ქართველია, რომელიც UFC-ში იჩხუბებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები