ხვიჩა კვარაცხელია - "ძალიან კარგი მწვრთნელი მყავს და მსურს "რუბინში" დავრჩე"
„რუბინში“ მოასპარეზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ საზოგადოებრივი მაყურებლის სპორტულ გდაცემას „ტაიმაუტს“ ინტერვიუ მისცა.
ქართველმა შემტევმა ყაზანურ კლუბში გატარებულ პერიოდზე და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.
მისი თქმით,ის „რუბინში“ თავს კარგად გრძნობს და გუნდიდან წასვლა არ სურს.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.
„ხვიჩა კვარაცხელია სეზონის განმავლობაში Матч Премьер-ის ექსპერტთა ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე 5-ჯერ გახდა, სამი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, ორი თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით ლიგაში მეორე იყო“, - წერია „რუბინის“ ოფიციალურ საიტზე.
შეგახსენებთ, რომ ყაზანურმა კლუბმა ახლახანს დასრულებულ სეზონში 35 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილი დაიკავა.