ბუფონი: "მომავალში ამ შეცდომაზე გავიცინებ"
იტალიის ნაკრების კაპიტანმა, ლიდერმა და ლეგენდამ, 38 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა, ესპანეთთან გუშინდელი მატჩისას დაშვებულ მის შეცდომაზე, საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"18 თვეში შემეძლება ამ შეცდომაზე გავიცინო. როცა დავინახე, რომ მეტოქესა და ჩემს შორის მცველები აღარ იყვნენ, გადავწყვიტე ბურთზე მეთამაშა, თუმცა კარიდან ძალიან ცუდად გამოვედი".
"ეს შეცდომა ჩემთვის გაკვეთილი იქნება, ხოლო ზოგადად, დღევანდელი მატჩი ჩვენი გუნდისათვის, რომელშიც ბევრი ახალი სახეა, შესანიშნავი გამოცდილება იყო". - განუცხადა "ჯიჯიმ" რეპორტიორებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიისა და ესპანეთის მატჩი, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით იმართებოდა, ტურინში, "იუვენტუს სთედიუმზე" ფრედ, 1:1 დასრულდა.