მართვეს ფეხბურთელი ნინო გურგენიძე გარდაიცვალა
Aa
Aa

მართვეს ფეხბურთელი ნინო გურგენიძე გარდაიცვალა

ქალთა საფეხბურთო კლუბ ''მართვეს'' 19 წლის ფეხბურთელი ნინო გურგენიძე მძიმე სენით გარდაიცვალა. გასულ წელს, 18 წლის ასაკში ნიჭიერ მოთამაშეს იუნგის სარკომა დაუდგინდა. მას რამდენიმე ოპერაცია და ქიმიო თერაპიის კურსები ჩაუტარდა. მისი მკურნალობისთვის ხარჯები საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემაც გაიღო, თუმცა სამწუხაროდ ნინო გურგენიძის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

2000 წელს დაბადებულმა ნინო გურგენიძემ ფეხბურთის თამაში 12 წლის ასაკში ქალაქ ტყიბულში დაიწყო. ამპლუით ფორვარდი 2015 წლიდან ''მართვეს'' ღირსებას იცავდა.

2018 წელი - ნინო გურგენიძე ''მართვეს'' შემადგენლობაში

ნინო გურგენიძე საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა. მისი თაობის ფეხბურთელთა შორის ძალიან გამორჩეული იყო, პერსპექტიულ ფორვარდად ითვლებოდა.

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები