გოგას არ უთამაშია - ინდიანამ პორტლენდს მოუგო
Aa
Aa

გოგას არ უთამაშია - ინდიანამ პორტლენდს მოუგო

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ რესტარტისთვის მოსამზადებელი ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდა. ქართველ კალათბურთელს ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მისმა გუნდმა კი მეტოქე 91-88 დაამარცხა.

„ინდიანამ“ საბონისის, ტერნერის, ლემბისა და გოგას გარეშე ითამაშა და მათ არყოფნაში გუნდს 16 ქულით ჯასტინ ჰოლიდეიმ ულიდერა. აარონ ჰოლიდეიმ თავი 13 ქულას მოუყარა. ტი ჯეი უორენი და მალკოლმ ბროგდონი კი 11-11 ქულით გამოირჩნენ.

„პორტლენდის“ რიგებში 15 ქულით საუკეთესო მარიო ჰეზონია იყო. ახლად დაბრუნებულმა ნურკიჩმა 14 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა მიითვალა. სი ჯეი მაკკოლუმი 11 ქულით გამოირჩა, ხოლო ლილარდმა 4 ქულა ჩააგდო.

აქვე გეტყვით, რომ „ინდიანას“ მომდევნო მეტოქე „დალას მავერიქსია“, რომელსაც „პეისერსი“ 27 ივლისს გაეჯიბრება. „პორტლენდი“ კი საუკეთესოს ვინაობას „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები