Aa
Aa

„ტორონტოში 58-ე ნომრად" - Raptorshq მამუკელაშვილზე წერს

ვებგვერდმა raptorshq.com-მა ის კალათბურთელები დაასახელა, რომლებიც 2020 წლის დრაფტის მეორე რაუნდში შესაძლოა, „ტორონტო რეპტორსმა“ აიყვანოს. კანადელები 58-ე ნომრად ირჩევენ და ვებგვერდის მიხედვით, არის შანსი, მათი ყურადღების ცენტრში „სეტონ ჰოლის“ ქართველი მოთამაშე, სანდრო მამუკელაშვილი მოექცეს.

„მამუკელაშვილი ცაცია მძიმე ფორვარდია, რომელიც პერიმეტრიდან კარგად უტევს. მას NBA-ისთვის შესაფერისი სროლა აქვს და შეტევაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. იქნება ეს ქულების სხვადასხვა გზით მოპოვება, თუ პასების დარიგება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კომპონენტის გაუმჯობესება მართებს.

NBADraft.net-ის მიერ შედგენილ სიაში, რომელშიც 2020 წლის საუკეთესო 100 ახალგაზრდაა დასახელებული, მამუკელაშვილი 71-ეა. სხვა გამოცემები კი მას საუკეთესო ასეულში საერთოდ არ მოიაზრებენ.

მამუ იმ კალათბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც NBA-ში მისვლის შემდეგ, პროგრესის მისაღწევად დრო სჭირდებათ. იგი გახლავთ მაღალი, რომელსაც მოწინააღმდეგე გუნდის დაცვის გაწელვა და განვითარების შემთხვევაში, შეტევაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ტორონტოში შესაძლოა, 58-ე ნომრად მამუს კანდიდატურა განიხილონ“, - ნათქვამია raptorshq.com-ის სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის 2020 წლის დრაფტი 17 ოქტომბერს გაიმართება. ცოტა ხნის წინ, დაიწერა, რომ მამუკელაშვილს ინტერვიუ NBA-ის 20 გუნდთან აქვს დაგეგმილი, თუმცა მათი სახელები უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები