„სულერთია, საჩვენებელი ბრძოლა იქნება თუ ოფიციალური
Aa
Aa
15 ივლისი 2020  |  00:43

„სულერთია, საჩვენებელი ბრძოლა იქნება თუ ოფიციალური" - ბოუი ტაისონს იწვევს

ლეგენდარული მაიკ ტაისონის რინგზე დაბრუნების შესახებ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება. „რკინის მაიკი“ უამრავმა მოკრივემ გამოიწვია და მათ რიგებს რიდიკ ბოუიც შეუერთდა.

„თუ ქომაგებს სურთ, რომ რინგზე კიდევ ერთხელ მიხილონ, აუცილებლად ვიჩხუბებ, რადგან ჩემი მიზანი გულშემატკივრების გაბედნიერებაა.

მინდა, ხალხს დავამახსოვრდე როგორც მოკრივე, რომელმაც კრივის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. თანაც ვთვლი, რომ რინგზე დასაბრუნებლად იდეალური დროა და ბედნიერი ვარ ჩხუბის საშუალება რომ მომეცა.

შემიძლია განვაცხადო, რომ ოფიციალურად დავბრუნდი და მსურს, რინგზე კიდევ ერთხელ გავიდე. მზად ვარ, მაიკ ტაისონს ან ევანდერ ჰოლიფილდს შევერკინო.

მე და მაიკი ერთ სკოლაში დავდიოდით და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მაგრამ შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით ძალიან გახარებული ვარ და მინდა, სწორედ ტაისონს ვეჩხუბო. სულერთია, საჩვენებული ბრძოლა იქნება თუ ოფიციალური, რკინის მაიკის წინააღმდეგ რინგზე კვირის ნებისმიერ დღეს გავალ“, - განაცხადა ბოუიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოუის კარიერაში 45 ბრძოლა აქვს გამართული და რინგი წაგებულმა ერთადერთხელ დატოვა. 1993 წელს, იგი ევანდერ ჰოლიფილდთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები