ნეიმარის საგა - პსჟ-ში იციან, რომ ბრაზილიელის გაყიდვა მოუწევთ
Aa
Aa

ნეიმარის საგა - პსჟ-ში იციან, რომ ბრაზილიელის გაყიდვა მოუწევთ

ესპანურ პრესაში ნეიმარის შესახებ საუბარი არ წყდება. ბრაზილიელ შემტევზე ამჯერად Mundo Deportivo წერს და აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, პსჟ-ს მისი გასხვისება მოუწევს.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, „ნეი“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნებაზეა ორიენტირებული და ხშირი კონტაქტი აქვს ძველ მეგობრებთან (ბარსას ფეხბურთელებთან), რომლებიც არწმუნებენ, რომ „ბარსაში“ გადასვლის შემთხვევაში, გაშლილი ხელებით მიიღებენ.

Mundo Deportivo იუწყება, რომ პსჟ-ს შექმნილი ვითარების შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენება და ხვდება, რომ თუ ნეიმარი უახლოეს მომავალში არ გაყიდა, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მის სანაცვლოს ვერაფერს მიიღებს.

„ნეი“ პარიზულ გრანდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და „პარი სენ-ჟერმენს“ სხვა გზა ფაქტობრივად არ რჩება. პსჟ-ს ხელმძღვანელები რისკების თავიდან არიდებას გეგმავენ და Mundo Deportivo-ს ცნობით, გამორიცხული არაა, ნეიმარი უახლოეს თვეებშიც გაასხვისონ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, AS-მა „ნეის“ შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მას „პარი სენ-ჟერმენთან“ საიდუმლო შეთანხმება აქვს დადებული, რომელიც მას „ბარსელონაში“ დაბრუნებაში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები