ვენგლინსკი: ''კალაძემ გონება დაკარგა, 2 მეტრის სიმაღლეზე ჰაერი არ მოძრაობდა''
Aa
Aa
14 ივლისი 2020  |  16:08

ვენგლინსკი: ''კალაძემ გონება დაკარგა, 2 მეტრის სიმაღლეზე ჰაერი არ მოძრაობდა''

უკრაინულ მედიაში კიევის ''დინამოს'' ექს-ფორვარდის ოლეგ ვენგლინსკის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც იური ლობანოვსკისთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

ვენგლინსკიმ იალტაში გამართული შეკრების შესახებ ისაუბრა, როცა ძალიან მაღალ ტემპერატურაში ვარჯიშობდნენ და კახა კალაძემ გონება დაკარგა.

''ჩრდილში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აღწევდა... რეზინის სარბენ ბილიკებზე ვვარჯიშობდით. იმდენად ცხელოდა, რომ 2 მეტრის სიმაღლეზე ჰაერი არ მოძრაობდა. სირბილს ვერ შეწყვეტ, ლობანოვსკი გიყურებს და თვალით განიშნებს, რომ სირბილი გააგრძელო. სწორედ ამ მომენტში კალაძემ გონება დაკარგა. მას ჰაერი არ ჰყოფნიდა და ამიტომ ცუდად გახდა. იქ ჰაერი არ იყო! გრძნობას ვკარგავდი, თავში რაღაც მიტრიალებდა, თუმცა დანიშნულ ადგილამდე მისვლა შევძელი.''

როგორც უკრაინულ მედიაში ვკითხულობთ ოლეგ ვენგლინსკი ნიჭიერი ფორვარდი იყო, თუმცა შესაძლებლობები ტრავმების გამო ვერ გამოავლინა. 1998-2001 წლებში ვენგლინსკი და კალაძე კიევის ''დინამოში'' თანაგუნდელები იყვნენ. 2001 წელს კალაძე ''მილანში'' გადაბარგდა, 2002 წელს კი ვენგლინსკი ''დნიპროს'' მოთამაშე გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები