Aa
Aa

„ლა ლიგაში ქართველის გამოჩენამ გამახარა“ - არველაძე ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორმა თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და 21 წლის ნახევარმცველს წარმატება უსურვა.

„დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გამახარა ქართველის გამოჩენამ ლა ლიგაში. თანაც იმ გუნდში, სადაც კარიერა დავასრულე. საუკეთესოს ვუსურვებ გიორგის ლევანტეში და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს“.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილის დებიუტი „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. ქართველი ნახევარმცველი თამაშში შეხვედრის მიწურულს, 89-ე წუთზე ჩაერთო და გამოცდილი რუბენ როჩინა შეცვალა.

ქოჩორაშვილი გიორგი დემეტრაძისა და შოთა არველაძის შემდეგ მესამე ქართველია ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ელიტარულ ლიგაში ითამაშა. ცნობისთვის, 2019 წლის ზაფხულში მან „ლევანტესთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მიმდინარე სეზონში ვალენსიელთა სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, რომლის მაისურითაც 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები