სანჩოს ალტერნატივა - მანჩესტერი დემბელეს ტრანსფერით დაინტერესდა
Aa
Aa

სანჩოს ალტერნატივა - მანჩესტერი დემბელეს ტრანსფერით დაინტერესდა

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვეტილი აქვს. „წითელ ეშმაკებს“ ჯეიდონ სანჩოს უკავშირებენ, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ უკვე ალტერნატიული ვარიანტების შესახებ წერენ. საქმე ისაა, რომ „დორტმუნდი“ სანჩოს 120 მილიონ ევროდ აფასებს. „მანჩესტერი“ კი, 50 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტის დახარჯვას არ აპირებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ყურადღების ცენტრში „ბარსელონას“ შემტევი, უსმან დემბელე მოექცა. „ბლაუგრანა“ ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს ითხოვს და „მანჩესტერისთვის“ ეს თანხა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

The Athletic-ის მიხედვით, ინტერესი სერიოზულია და თუ „დორტმუნდი“ დათმობებზე არ წავიდა, „წითელი ეშმაკები“ არჩევანს დემბელეზე შეაჩერებენ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფრანგი „ბარსელონაში“ 2017 წელს გადავიდა, მაგრამ ტრავმების გამო ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერა და ვერ მოახერხა. ესპანური გამოცემები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ დემბელე „ბარსას“ უახლოეს მომავალში დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები