16 წლის ფეხბურთელს ვარჯიშის დროს მეხი დაეცა
Aa
Aa

16 წლის ფეხბურთელს ვარჯიშის დროს მეხი დაეცა

რუსეთის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე გუნდის, „ზნამია ტრუდას“ 16 წლის მეკარეს, ივან ზაბოროვსკის ვარჯიშის დროს მეხი დაეცა.

ივანი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა და იმ მომენტჩი, როცა ბურთთან მიირბინა და დარტყმა განახორციელა, მეხი დაეცა.

რუსული სატელევიზიო არხების ინფორმაციით, 16 წლის გოლკიპერს პირველადი დახმარება გუნდის მწვრთნელმა, ანტონ ბასოვმა აღმოუჩინა. მან ახალგაზრდა ფეხბურთელს გულის არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა.

კლუბის დირექტორის, იგორ მაიოროვის განცხადებით, სასწრაფო დახმარების მანქანა შემთხვევის ადგილზე 8 წუთში გამოცხადდა და ექიმებმა ფეხბურთელის სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს. ამჟამად, ზაბოროვსკის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგულისხმოა, რომ ფეხბურთელს მეხი მაშინ დაეცა, როცა ცა მოწმენდილი იყო და ამინდიც მშვენიერი გახლდათ, თუმცა არსებობს ფენომენი, „მშრალი ელვა“, „ჩუმი ელვა“, რომელსაც წვიმა და ცუდი ამინდი თან არ ახლავს და მზიან ამინდში წარმოიქმნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები