Aa
Aa

"დილა" ებრაულმა ბიზნესჯგუფმა შეიძინა!

საფეხბურთო კლუბ "დილას" გაყიდვის საქმეს, როგორც იქნა, საშველი დაადგა.

გუშინ, 3 ოქტომბრის საღამოს, ებრაულ ბიზნესჯგუფსა და "დილას" შორის, ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა. 

როგორც ირკვევა, ებრაელებმა კლუბის სანაცვლოდ 344 ათასი ლარი გადაიხადეს. ასევე, "დილას" ამჟამინდელ ვალსაც (750 ათასი ლარი), ისინი გაისტუმრებენ. 

გარდა ამისა, კონტრაქტის თანახმად, წლის ბოლომდე, კლუბის განვითარებისათვის კიდევ 600 ათასი ლარი გამოიყოფა, რომელიც ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება. 

მსგავსი სიახლეები