საჩემპიონო დერეფანი ლივერპულს - ბოლო სიტყვა სიტიმ თქვა
Aa
Aa

საჩემპიონო დერეფანი ლივერპულს - ბოლო სიტყვა სიტიმ თქვა

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა „ლივერპულს“ საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს. იურგენ კლოპის ბიჭები მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდნენ და ტიტული ნაადრევად, „ჩელსისა“ და „სიტის“ მატჩის შემდეგ გაინაღდეს.

„ქალაქელებმა“ „წითლებს“ გარჯა დაუფასეს და მოედანზე გამოსულ მერსისაიდელებს აპლოდისმენტებით შეეგებნენ.

მატჩს რაც შეეხება, პეპ გუარდიოლას ბიჭებმა ახლად გაჩემპიონებული „ლივერპული“ მიწასთან გაასწორეს. „სიტიმ“ პირველი ნახევარი 3-0 მოიგო. „ქალაქელთა“ მხრიდან თავი დე ბრუინმა, სტერლინგმა და ფოდენმა გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში „სიტიმ“ კიდევ 1 გოლი შეაგდო და საბოლოოდ 4-0 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები