Aa
Aa

"ბედნიერი ვარ" - მხითარიანი რომაში კიდევ ერთი წლით დარჩება

იტალიური „რომას“ ოფიციალური საიტის ცნობით, ჰენრიხ მხითარიანი მათ კლუბში კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

„ჯალოროსის“ წარმომადგენლებმა „არსენალთან“ იჯარის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე მოილაპარაკეს და ამის შესახებ უკვე ოფიციალურად გამოაცხადეს. პრესაში გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

„აქ დარჩენით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რადგან არის რაღაცები, რაც „რომასთან“ ერთად ჯერ არ გამიკეთებია და მსურს, გავაკეთო. ამ ყველაფერს მოუთმენლად ველოდები“.

ჰენრიხ მხითარიანს „გლადიატორთა“ რიგებში სადებიუტო არასრულ სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 6 გოლი აქვს აქტივში.

კიდევ ერთი იტალიური სატრანსფერო ამბავი აჩრაფ ჰაკიმის ეხება. მაროკოელი მცველი გუშინ მილანში ჩავიდა და, როგორც აპენინური პრესა წერს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „ინტერთან“ 5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ვარაუდობენ, რომ „ნერაძური“ ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად უახლოს პერიოდში გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები