Aa
Aa

"ადვოკატებთან განსაკუთრებული ინტენსივობით ვმუშაობთ" - შსს მინისტრი შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით საგამოძიებო უწყება ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია.

ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა და პირველ რიგში, მინდა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს მივუსამძიმრო. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. მე ჯერ ბევრს ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება ჩართულები ვართ და დასკვნას ველოდებით. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით. ყველა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გახსნილები ვართ ადვოკატებთან. ოჯახის ადვოკატები ჩართულები არიან, აქედან გამომდინარე, სხვას თუ რაიმე ბრალდება აქვთ, შეუძლიათ პირდაპირ გვითხრან. ყველასთან მაქსიმალურად ვმუშაობთ“ - განაცხადა გომელაურმა

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში 17-ვე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე აღნიშნული პირების ადვოკატები  მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ გირაოს ითხოვდნენ ან მეორე ვარიანტს, რომლის მიხედვით მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების არცერთ ფორმას არ გამოიყენებდა, თუმცა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

''საბურთალოს'' სარეზერვო გუნდის 19 წლის წევრი გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც წვეულების მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც შემდგომში თბილისი-სენაკი-სელელიძის საავტომობილო გზაზე გაგრძელდა.

ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის გამოკვეთის შემდეგ კვალიფიკაციას ძალადობის მუხლი დაემატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები