Aa
Aa

Sky: სილვასთვის ბრძოლაში ფავორიტი უკვე ფიორენტინაა

Sky Sport Italia-ს გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ტიაგო სილვას მსურველთა რიგებს ფლორენციის „ფიორენტინაც“ შეუერთდა.

გამოცდილი ბრაზილიელი მცველის საკუთარ რიგებში ხილვით „მილანი“ და „ევერტონი“ ინტერესდებიან, „ფიორემ“ კი უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა.

დი მარციოს თქმით, „იები“ ვეტერან უკანახაზელს დაუკავშირდნენ და გარკვეული პირობებიც შესთავაზეს. მოლაპარაკებების პირველმა ეტაპმა პოზიტიური შედეგები გამოიღო, აქედან გამომდინარე, ამჟამად სილვას ტრანსფერში ფავორიტად სწორედ „ფიორე“ უნდა ჩაითვალოს.

ტიაგო სილვა სერია A-ში 2009-12 წლებში თამაშობდა, როცა „მილანის“ ღირსებას იცავდა. მას პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და უკვე ცნობილია, რომ მხარეები ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები