ბასკონიას დირექტორი: „თუ თოკო იტყვის, რომ წასვლა უნდა, ჩვენ ხელს არ შევუშლით“
Aa
Aa

ბასკონიას დირექტორი: „თუ თოკო იტყვის, რომ წასვლა უნდა, ჩვენ ხელს არ შევუშლით“

„ბასკონიას“ დირექტორმა, პაბლო ორტისმა თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ქართველი კალათბურთელი კლუბის დატოვებას მოინდომებს, ვიტორიელები მას ხელს არ შეუშლიან.

„ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ აუცილებლად დადგება დღე, როცა თორნიკე ბასკონიას რიგებს დატოვებს. რა თქმა უნდა, გვინდა ეს მომენტი რაც შეიძლება გვიან დადგეს.

5 წლის განმავლობაში შენგელია ბასკონიას განუყოფელ ნაწილად და ჩვენს სიმბოლოდ იქცა. იგი კლუბის ხელმძღვანელობასთან ძალიან ახლოსაა და თუ იტყვის, რომ ბასკონიას დატოვება უნდა, ჩვენ მას ხელს არ შევუშლით“.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ შენგელია ცსკა-ში გადადიოდა, თუმცა ქართველმა კალათბურთელმა ყველაფერი უარყო. დღეს კი, რუსულ პრესაში ცსკა-ს წარმომადგენლის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც განაცხადა: „ცსკა-ს თორნიკე შენგელიას მიმართ ინტერესი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ შეთანხმება მიღწეულია ძალიან ნაადრევი გახლავთ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი საწყის სტადიაშია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები