ჯორდანი თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის 100 მილიონს გამოყოფს
Aa
Aa

ჯორდანი თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის 100 მილიონს გამოყოფს

ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი და „ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდა მაიკლ ჯორდანი 10 წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რომელიც გადაეცემა ორგანიზაციებს, რომლებიც რასობრივი თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის იბრძვიან.

ჯორდანის ამ ნაბიჯს NIKE-იც გამოეხმაურა, რომელიც ამავე მიზნით 40 მილიონ დოლარს გამოყოფს. როგორც მოგეხსენებათ „ემჯეის“ ორგანიზაცია სწორედ NIKE-ის ქვებრენდი გახლავთ.

NBA-ს 6-გზის ჩემპიონი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა და მისი ასეთი ნაბიჯიც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

„ძალიან დაწმუხრებული ვარ, გულწრფელად ვწუხვარ და უბრალოდ გაბრაზებული ვარ. ვხედავ და ვგრძნობ ყველა ადამიანის ტკივილს, აღშფოთებასა და იმედგაცრუებას. მხარს ვუჭერ მათ, ვინც მიუთითებს ფესვგადგმულ რასიზმსა და ძალადობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არათეთრკანიანი ადამიანების მიმართ არსებობს. ჩვენთვის ეს უკვე საკმარისია!

პასუხები არ მაქვს, მაგრამ ჩვენი ერთობლიობა გამოხატავს სიძლიერეს და იმას, რომ სხვებს ჩვენი გაყოფა არ შეუძლიათ. აუცილებელია ერთმანეთს მოვუსმინოთ, თანაგრძნობა გამოვიჩინოთ და სისასტიკეს ზურგი არასდროს შევაქციოთ.

უსამართლობის მიმართ მშვიდობიანი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ და მოვითხოვოთ, რომ პასუხისმგებლობის აღება მოხდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები