Forbes: რონალდუ პირველი ფეხბურთელია, ვინც მილიარდი გამოიმუშავა
Aa
Aa

Forbes: რონალდუ პირველი ფეხბურთელია, ვინც მილიარდი გამოიმუშავა

''ფორბსის'' ინფორმაციით კრიშტიანუ რონალდუმ 2019 წლის პირველი ივნისიდან მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე, ამ 365 დღის განმავლობაში 105 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. 

რონალდუ ყველაზე წარმატებულია Instagram-ზე, სადაც მას 222 მილიონი გამომწერი ჰყავს.

გარდა ამისა, მთელი კარიერიდან გამომდინარე პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მთელი კარიერის განმავლობაში რონალდუმ მხოლოდ კლუბებიდან ხელფასის სახით 650 აშშ დოლარი მიიღო. 

რონალდუ მესამე ათლეტია, რომლის შემოსავალმა მილიარდს მიაღწია. აღნიშნულ ნიშნულს გოლფის ლეგენდამ, ტაიგერ ვუდსმა და მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა მიაღწიეს.

გასულ წელს რონალდუმ საფეხბურთო კუთხით მიღებული შემოსავლების გარდა 45 მილიონი აშშ დოლარი სარეკლამო კონტრაქტებით მიიღო. მას გრძელვადიანი ხელშეკრულება კომპანია Nike-თან აკავშირებს.

35 წლის კრიშტიანუ რონალდუ 2002-03 წლებში ლისაბონის ''სპორტინგის'' ღირსებას იცავდა. 2003-09 წლებში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის წევრი და გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ''ოლდ ტრაფორდიდან'' წასვლის შემდეგ კი საოცარი წლები ''სამეფო კლუბში'' გაატარა. 2018 წლის ზაფხულიდან მადეირაზე დაბადებული სუპერვარსკვლავი ტურინის ''იუვენტუსის'' ერთ-ერთი ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები