ნარკოტიკები, იარაღი, პროსტიტუცია - უეფას არბიტრი დაკავებულია
Aa
Aa

ნარკოტიკები, იარაღი, პროსტიტუცია - უეფას არბიტრი დაკავებულია

40 წლის სლოვენიელი საფეხბურთო არბიტრი სლავკო ვინჩიჩი, რომელიც უეფას ეგიდით გამართულ მატჩებსაც სჯის, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს.

ვინჩიჩი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე შეხვედრა განსაჯა („ბრიუგე“ VS „გალათასარაი“ (0:0), „გენკი“ VS „ლივერპული“ (1:4) და „მანჩესტერ სიტი“ VS „შახტარი“ (1:1), საპოლიციო ოპერაციის ფარგლებში ჩატარებული გამოძიების შედეგადაა დაკავებული. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Sun-ი ავრცელებს.

„სახლისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად, რომლითაც ეჭვმიტანილები სარგებლობდნენ, ამოღებულ იქნა კოკაინის 14 შეკვრა, 10 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 ჯავშანჟილეტი, 10 ათას ევროზე მეტი (სხვადასხვა ვალუტებში), ასევე ტელეფონები და ნოუთბუქები“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ხსენებული სახლი, სადაც ჩხრეკა და დაკავება შედგა, ვინჩიჩიც იმყოფებოდა, თუმცა ის აცხადებს, რომ წვეულებაზე დაპატიჟეს და წარმოდგენაც არ აქვს იქ რა ხდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები