გვილიას მნიშვნელოვანი გამარჯვება: ლეგია ტიტულებს უახლოვდება
Aa
Aa

გვილიას მნიშვნელოვანი გამარჯვება: ლეგია ტიტულებს უახლოვდება

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში ვაკო გვილიას ''ლეგიამ'' სტუმრად პოზნანის ''ლეხთან'' ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (0:1).

ვარშავული გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ტომაშ პეკჰარტმა გაიტანა, საგოლე შეტევაში მონაწილეობა ვაკო გვილიამ მიიღო, გოლი მისი ჩაწოდების შემდეგ გავიდა. ქართველის ჩაწოდების შემდეგ მეკარე და მცველები შეცდნენ, ვითარებით ჩეხმა ფორვარდმა ისარგებლა და ''ლეგიას'' ლიდერობა განამტკიცა.

27 ტურის შემდეგ პოლონეთის უმაღლეს ლიგაში ''ლეგია'' 54 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ''პიასტს'' 8 ქულით უსწრებს. გვილიას გუნდი ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია. გარდა ამისა, პოლონეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ''კრაკოვიას'' შეხვდება. ერთმატჩიანი დაპირისპირება 7 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, ვაკო გვილიამ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი პაუზის შემდეგ პირველივე მატჩში პოლონეთის თასზე ''ლეგნიცას'' გაუტანა.

მიმდინარე სეზონში ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 6 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები