ვენგერმა ნემსაძეს ვიეირა ამჯობინა: ''ატლეტიკოში ჩემი ტრანსფერი ხესუს ხილის დაკავებამ ჩაშალა''
Aa
Aa

ვენგერმა ნემსაძეს ვიეირა ამჯობინა: ''ატლეტიკოში ჩემი ტრანსფერი ხესუს ხილის დაკავებამ ჩაშალა''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანს, გიორგი ნემსაძეს მაღალი დონის კლუბში გადასვლის სამი რეალური შანსი ჰქონდა. მისი გადაბირებით სხვადასხვა დროს არსენ ვენგერი, არიგო საკი და მარტინ ონილი ინტერესდებოდნენ. შესაძლებელი იყო ''ჰაიბერიზე'' ვენგერის გუნდში ქართველი ნახევარმცველი გვეხილა, თუმცა ფრანგმა მწვრთნელმა თანამემამულე პატრიკ ვიეირას მიანიჭა უპირატესობა.

მოლაპარაკება ლონდონის ''არსენალთან''

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი ნემსაძით 1996 წლის ოქტომბერში დაინტერესდა. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკის გაწვრთნილმა იტალიის ნაკრებმა ჩივაძის გუნდი 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ნემსაძემ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. 1998 წელს საკი მადრიდის ''ატლეტიკოს'' მთავარი მწვრთნელი გახდა და აგენტ ივან ბენეშის დახმარებით ნახევარდაცვის გაძლიერებას ქართველი საყრდენის დამატებით გეგმავდა, თუმცა წინასწარი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ხესუს ხილი დააკავეს და ქართველი შვეცარიულ ''გრასჰოპერსში'' დარჩა.

არიგო საკის ინტერესი და ხესუს ხილის დაკავება

გიორგი ნემსაძემ კარიერის საუკეთესო წლები ''დანდიში'' გაატარა, კანიჯასთან ერთად გუნდის გამორჩეული ფიგურა იყო. 2003 წელს ქართველის გადამწყვეტი გოლით ''დანდი'' შოტლანდიის თასის ფინალში გავიდა, სადაც შოთა არველაძის ''რეინჯერსთან'' დამარცხდა. სეზონის დასაწყისში, 2002 წლის ზაფხულში ''სელტიკის'' მთავარ მწვრთნელს, მარტინ ონილს ნემსაძის დამატება სურდა, მხარეები შეთანხმდნენ, თუმცა ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე ''სელტიკის'' მოულოდნელმა მარცხმა შეცვალა.

''სელტიკის'' მოულოდნელი მარცხი და ჩაშლილი ტრანსფერი ონილის გუნდში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები