Aa
Aa

"იბრა" რეაბილიტაციის პირველ კვირას შვედეთში გაივლის

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სარეაბილიტაციო პერიოდის პირველი ნაწილის გასავლელად სამშობლოში გაემგზავრა. შვედმა გუშინ დილით „მილანის“ ბაზაზე ფიზიოთერაპიის კურსი გაიარა, დღის მეორე ნახევარში კი უკვე აეროპორტში დააფიქსირეს.

როგორც გამოცემა წერს, „იბრა“ მილანში დაახლოებით ერთ კვირაში დაბრუნდება, რის შემდეგაც საკარანტინო პერიდის გავლასთან ერთად ტრავმის რეაბილიტაციის ახალ ეტაპს გაივლის.

 მილანური კლუბის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ზლატანს აქილევსის ქუსლზე სერიოზული დაზიანება არ აქვს. პრესის ვარაუდით კი, არსებული ტრავმის მოშუშებას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება.

სერია A-ს განახლების შესახებ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. როგორც რამდენიმე დღის წინ სპორტის მინისტრმა აღნიშნა, ეს ამბავი დღეს, 28 მაისს უნდა გადაწყვეტილიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები