''ფეხბურთის გამო ცხოვრება შეცვალა და ჩვენ მოგვიძღვნა'' - აჩი არველაძე ექს-მწვრთნელს იხსენებს
Aa
Aa

''ფეხბურთის გამო ცხოვრება შეცვალა და ჩვენ მოგვიძღვნა'' - აჩი არველაძე ექს-მწვრთნელს იხსენებს

შოთა და არჩილ არველაძეების ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მწვრთნელმა ჯემალ ჩიმაკაძემ დიდი როლი შეასრულა. ჯემალ ჩიმაკაძე ფეხბურთის ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი არაა, თუმცა მას ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა კარგად გამოსდიოდა. 

ჯემალ ჩიმაკაძე ბავშვთა გუნდების გარდა თბილისის ''ლოკომოტივსა'' და თბილისის ''დინამოში'' მუშაობდა. 2000 წელს გარკვეული პერიოდი თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა.

ფეხბურთის მწვრთნელები: ჯემალ ჩიმაკაძე (მარცხნივ) და ჯონი ჯანელიძე (მარჯვნივ)

არჩილ არველაძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩიმაკაძე ბავშვთა გუნდებში მუშაობისას მოთამაშეთა ინტელექტუალურ განვითარებაზეც ზრუნავდა. გარდა ამისა, მას ფეხბურთელის ამოცნობისას ძალიან კარგი ''თვალი'' ჰქონდა.

1944 წელს დაბადებული ჯემალ ჩიმაკაძე 2005 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.

არჩილ არველაძე ჯემალ ჩიმაკაძეს იხსენებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები