Aa
Aa

"გაგვიკვირდა, თუმცა მისი შეფასება ასეთი იყო" - ფაბრეგასმა მოურინიოს უცნობი მესიჯი გაიხსენა

ცესკ ფაბრეგასის განცხადებით, მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. ესპანელმა „განსაკუთრებულის“ სამწვრთნელო პლუსებზე ისაუბრა და საინტერესო ამბავიც გაიხსენა.

„როცა მოურინიოსთან ერთად ვმუშაობდი, ვხვდებოდი, რომ ჩემი სათამაშო ინტელექტი ვითარდებოდა. ის დიდი ფეხბურთელებისთვის შესანიშნავი მწვრთნელია, ძალიან ბევრს მუშაობს ფსიქოლოგიაზეა და ამით მოტივაციას გმატებს.

მას აქვს სისტემა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ამ სისტემისთვის მხოლოდ სპეციფიკური მოთამაშეები სჭირდება. მაგალითად, როცა ჩემი „ჩელსიში“ გადაყვანა სურდა, დამირეკა და მითხრა: „მე მხოლოდ ორი ფეხბურთელი მჭირდება. დიეგო კოშტას დავიმატებ და თუკი შენც გადმოხვალ, ჩვენ ჩემპიონები ვიქნებით“.

ერთხელ, როცა ჩემპიონატში მოგებათა სერია გვქონდა, მორიგი წარმატებული მატჩის შემდეგ მოურინიოსგან მესიჯი მივიღე. ვფიქრობდი, მწერდა, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შეტყობინება გავხსენი და ვკითხულობ, რომ ჩვენ საშინლად ვითამაშეთ. გაგვიკვირდა, თუმცა მისი შეფასება ასეთი იყო”.

ფაბრეგასი მოურინიოს ხელმძღვანელობით 2014-15 წლებში თამაშობდა. იმ სეზონის „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგა და ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები