აიაქსის ექს-მოთამაშე: ''ანანიძეს ბარსაში რომ ეთამაშა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა''
Aa
Aa

აიაქსის ექს-მოთამაშე: ''ანანიძეს ბარსაში რომ ეთამაშა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა''

ამსტერდამის ''აიაქსის'' ყოფილმა ფეხბურთელმა არაზ ოზბილიზმა ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა. სომხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის თქმით ანანიძეს ''ბარსელონაში'' რომ ეთამაშა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.

2013-16 წლებში ოზბილიზი და ანანიძე მოსკოვის ''სპარტაკში'' თანაგუნდელები იყვნენ.

არაზ ოზბილისი Sport24-ს ესაუბრა: ''ჯანო ანანიძეს ისეთი გარემო სჭირდება, ისეთი გუნდი და ისეთი ფაქტორები, რაც მას შესაძლებლობების გამოვლენაში დაეხმარება. ანანიძეს სტილითა და ფილოსოფიით ''ბარსელონა'' შეესაბამება. მას რომ კატალონიურ კლუბში ეთამაშა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მისი ტექნიკური შესაძლებლობების ფეხბურთელს უფრო მაღალ დონეზე თამაში შეეძლო, მაგრამ როცა შენი გუნდი ბურთს იშვიათად ფლობს და დაცვით ფეხბურთს თამაშობს, შესაძლებლობების გამოვლენა ძალიან რთულია.''

ჯანო ანანიძე მოსოვის ''სპარტაკის'' პირველ გუნდში 2009 წლიდან თამაშობდა. მოსკოვურ გუნდს გასული წლის მიწურულს დაემშვიდობა და ზამთარში ''ანორთოსისთან'' კონტრაქტი მაისის ბოლომდე გააფორმა.

ანანიძის მსგავსად ოზბილიზმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. სომეხი მოთამაშე ''აიაქსში,'' ''ყუბანში,'' მოსკოვის ''სპარტაკში,'' ''ბეშიქთაშში,'' ''რაიო ვალეკანოში,'' ''შერიფსა'' და ჰოლანდიურ ''ვილემში'' ასპარეზობდა. ამჟამად, ოზბილიზი ''პიუნიკის'' ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები