Aa Aa
21 მაისი 2020  |  21:37

კიელინი სუარესის ნაკბენზე: „მისი გამოხტომით აღფრთოვანებული ვარ“

„იუვენტუსის“ უკანახაზელმა, ჯორჯო კიელინიმ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა ლუის სუარესმა უკბინა.

„სიმართლე ისაა, რომ მისი გამოხტომებით აღფრთოვანებული ვარ, რადგან მათ გარეშე სუარესი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იქნებოდა.

იმ დღეს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უცნაური არაფერი მომხდარა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში კავანის ვმეურვეობდი და ერთმანეთს არაფერს ვუთმობდით. უეცრად, გავაანალიზე, რომ მხარზე მიკბინეს. სულ ესაა. ყველაფერი ასე იყო. სუარესს ორთაბრძოლებისას ასეთი სტრატეგია აქვს და შემიძლია ვთქვა, რომ მეც იგივე სტრატეგია მაქვს.

ჩვენ ერთმანეთს რაღაცით ვგავართ და მისი მსგავსი თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაში ძალიან მომწონს. იმ მატჩიდან რამდენიმე დღის შემდეგ დავურეკე, მაგრამ მას საბოდიშო არაფერი ჰქონდა. მინდორზე მეც მასავით ძაღლისშვილი ვარ და ამით ვამაყობ. გამოხტომები თამაშის ნაწილია. ჭკვიანი უნდა იყო მეტოქეს რომ აჯობო“.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სუარესმა Fox Sports-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ თავის საქციელს ნანობს. ურუგვაელის თქმით, იგი არაადამიანივით მოიქცა და ფსიქოლოგების დახმარებით უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები