კაპელო: „ლაუტარო ინტერში უნდა დარჩეს“
ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო თვლის, რომ ლაუტარო მარტინესმა „ინტერი“ არ უნდა დატოვოს. „რომასა“ და „მილანის“ ექს-თავკაცმა საკუთარი პოზიცია El Larguero-სთან საუბრისას დააფიქსირა და არგენტინელს „ჯუზეპე მეაცაზე“ დარჩენა ურჩია.
„ლაუტარო შესანიშნავი ფეხბურთელია. მას ყველეფერი აქვს. იგი ძალიან სწრაფია და დამაგვირგვინებელ ფაზაში ბრწყინვალეა.
ჩემი აზრით, ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება, რადგან ბარსას ლუის სუარესი ჰყავს. ამიტომ, სჯობს ინტერში დარჩეს და სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზოს, ვიდრე ბარსელონაში გადავიდეს და სათადარიგოთა სკამზე იჯდეს“.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, კატალონიური გამოცემა Sport იუწყებოდა, რომ „ინტერი“ ლაუტარო მარტინესის დაკარგვას შეეგუა და „ბარსელონას“ ტრანსფერის დაჩქარებას სთხოვს, რათა თავად არგენტინელის შემცვლელი რაც შეიძლება მალე გაიფორმოს. „ნერაძურის“ დრის მერტენსი სურს. კატალონიელები კი, ლაუტაროს სანაცვლოდ 60 მილიონი ევროსა და პლუს ფეხბურთელის დამატებას გეგმავენ, რაც იტალიურ კლუბს აკმაყოფილებს.