ოფიციალურად: დავიდ ლუიზი
Aa
Aa

ოფიციალურად: დავიდ ლუიზი "ჩელსის" ფეხბურთელია

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველი, დავიდ ლუიზი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

29 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და "არისტოკრატებთან" 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ჩელსიში" დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. მახსოვს, როდესაც პირველად მოვირგე ლურჯი მაისური, მაშინ ჩვენ შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ. ახლა კი იგივეს გაკეთება მსურს. ანტონიო კონტე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და მჯერა, რომ ჩვენ მასთან ერთად უდიდეს წარმატებებს მივაღწევთ" - განაცხადა დავიდ ლუიზმა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ლუიზი "ჩელსიმ" 2011 წელს, ლისაბონის "ბენფიკადან" 27 მილიონ ევროდ შეიძინა. 2014 წელს კი, "პარი სენ ჟერმენში" 42 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გაუშვა. ამჯერად კი, "არისტოკრატებს" მისი დაბრუნება 32 მილიონი გირვანქა დაუჯდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები