Aa
Aa

კურტუა: "ვგრძნობთ, რომ ეს რეალური სავარჯიშო პროცესია"

მადრიდის „რეალის“ ბელგიელი მეკარე, ტიბო კურტუა კლუბის ოფიციალურ ტელეარხს ესაუბრა და რამდენიმე აქტუალურ თემას შეეხო.

„მართალია, ოდნავ განსხვავებულ ვითარებაში ვართ, მაგრამ გუნდური სავარჯიშო პროცესის განახლება ძალიან სასიამოვნოა. ორი თვის შემდეგ შევიკრიბეთ და ვალდებებასის ბაზაზე დაბრუნებით ყველა ბედნიერია.

იმის მიუხედავად, რომ ყველა ჩვენგანი მიცემული გეგმის მიხედვით მოქმედებდა, სახლში ვარჯიში განსხვავებულია. საბედნიეროდ, მეკარეებს ჩვენს მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშის საშუალება გასულ კვირას მოგვცეს, მიმდინარე კვირიდან კი წვრთნა უკვე ჯგუფებად მიმდინარეობს. როგორც იქნა, თანაგუნდელებს ერთმანეთისთვის გადაძახება შეგვიძლია და ვგრძნობთ, რომ ეს რეალური სავარჯიშო პროცესია.

ასე რომ, ლა ლიგის დაბრუნებასა და მისი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელებას ყველა ველოდებით“.

ესპანეთში იმედოვნებენ, რომ შიდა ჩემპიონატი ივნისის შუა რიცხვებისთვის განახლდება. ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ გათამაშების განახლება 12 ივნისისთვის იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები