ქართული ლეგიონი - უკრაინაში ჩემპიონატის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები გამოარჩიეს
კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დასახელდა. გამოკითხვა ცნობილმა სპორტულმა ვებ-გვერდმა, Sports.ua-მ ჩაატარა.,მეორე-მესამე ადგილებზე გიორგი დემეტრაძე და ჯაბა კანკავა გავიდნენ.
კალაძე კიევის „დინამოში“ 1998 წელს გადავიდა და ლეგენდარული მწვრთნელის ვალერი ლობანოვსკის ხელმძღვანელობით 2,5 წელი ითამაშა.
ამ ხნის განმავლობაში ქართველმა მცველმა სამჯერ უკრაინის ჩემპიონატი და ამდენჯერვე ქვეყნის თასი მოიგო.
2001 წელს კალაძემ უკრაინიდან იტალიის „მილანში“ გადაბარგდა, სადაც წლების განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო და ორჯერ, 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
ათეული კი ასე გამოიყურება :
10 . ვასილ გიგიაძე - „ტავრია“;“კრივბასი“;“ნეფტიანიკი“
9. გოჯა ჯამარაული - დონეცკის „მეტალურგი“
8. ლაშა ჯაკობია - „მეტალისტი“;კიევის “არსენალი“;“გოვერლა“
7. ჯაბა ლიპარტია - „ზარია“;“არსენალი“
6. დავით ხოჭლავა - „ჩერნომორეცი“;„შახტარი“
5. მიხეილ ფოცხვერია - „ზარია“;“მეტალურგი“;“შახტარი“;“დნიპრო“
4. ავთანდილ კაპანაძე - „ტემპი“;“ნივა“
3. ჯაბა კანკავა - „არსენალი“;“კრივბასი“;“დნიპრო“
2. გიორგი დემეტრაძე - „დინამო“;დონეცკის „მეტალურგი“;კიევის „არსენალი“
1. კახა კალაძე - „დინამო“