იაშვილის ბრწყინვალე მატჩი: ჰეთ-თრიკი ბუნდესლიგაში
Aa
Aa

იაშვილის ბრწყინვალე მატჩი: ჰეთ-თრიკი ბუნდესლიგაში

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე იაშვილმა ოთხ გერმანულ კლუბში წარმატებით ითამაშა, ის ყველაზე მეტად ფოლკერ ფინკეს ''ფრაიბურგთან'' ასოცირდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ''ფრაიბურგში'' 1997-2007 წლებში ასპარეზობდა და კლუბისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

იაშვილმა ''ფრაიბურგის'' მაისურით ბუნდესლიგაში ექვსი სეზონი ჩაატარა, თუმცა ჰეთ-თრიკი მხოლოდ ერთხელ, 2003 წლის 8 ნოემბერს იურგენ რიობერის ''ვოლფსბურგთან'' შეხვედრაში შეასრულა.

შეხვედრა ფოლკერ ფინკეს გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა. 31-ე წუთზე იაშვილმა ანგარიში გახსნა, 33-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ქართველის გოლების შემდეგ მარკო ტოპიჩმა სხვაობა შეამცირა, თუმცა 76-ე წუთზე იაშვილმა მესამე გოლი გაიტანა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. მატჩის საბოლოო ანგარიში სტუმართა ფეხბურთელმა მაიკ ფრანცმა 90-ე წუთზე დააფიქსირა.

2003-04 წლების სეზონი იაშვილის ბუნდესლიგურ კარიერაში ყველაზე შედეგიანი იყო. მან 30 მატჩში 9 გოლი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, ''ფრაიბურგში'' გადასვლამდე 1997 წელს იაშვილი მეორე ბუნდესლიგის ''ლიუბეკში'' თამაშობდა. 2007 წელს ''ფრაიბურგი'' დატოვა და ''კარლსრუეში'' გადავიდა. მისი ბოლო გერმანული კლუბი ''ბოხუმი'' იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები