ქეცბაია დეპრესიაშია - ქართველ სპეციალისტს ჩემპიონობა მოპარეს
Aa
Aa

ქეცბაია დეპრესიაშია - ქართველ სპეციალისტს ჩემპიონობა მოპარეს

უცხოური მედია „ანორთოსის“ გენერალური დირექტორის კომენტარს ავრცელებს , სადაც ნათქვამია, რომ თემურ ქეცბია დეპრესიაშია. შეგახსენებთ , რომ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ პანდემიის გამო ჩემპიონატი ნაადრევად დაასრულა და ჩემპიონი „ომონია“ გამოაცხადა. „ანორთოსისი“ კი მეორე ადგილსა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს დასჯერდა.

მოგეხსენებათ, კუნძულელთა ჩემპიონატს "ანორთოსისი" და "ომონია" თანაბარი ქულებით ლიდერობდნენ, თუმცა ნიქოზიელებს ურთიერთ შეხვედრებში ჰქონდათ უპირატესობა (1:0, 0:0).

ფაქტობრივად ''ანორთოსისი'' ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც სეზონის განახლებას ითხოვდა. თემურ ქეცბაიამ არაერთხელ გამოთქვა აზრი, რომ ჩემპიონი არა კაბინეტში, არამედ მოედანზე უნდა გარკვეულიყო, თუმცა კვიპროსული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

თემური დეპრესიაშია, ის მიიჩნევს, რომ ჩემპიონობა წაართვეს. ქეცბაიას თამაში უნდოდა, სჯეროდა, რომ "ანორთოსისი" ჩემპიონი გახდებოდა და გასაგებია, რატომაც არის ის ასე მდგომარეობაში“-იანოს კოსტანტინუ ანორთოსის გენერალური დირექტორი

ქეცბაიას გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა მიქაია, ბუბა დაუშვილი და ნიკა კაჭარავა ასპარეზობენ. კვიპროსული კლუბი ჯანო ანანიძემ დატოვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები