კარლოსი:
Aa
Aa

კარლოსი: "არანაირი ნეიმარი, მესი, ან კრიშტიანუ - რონალდო უნიკალური იყო"

ლეგენდარულმა რობერტო კარლოსმა Goal-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა. ბრაზილიელმა „ფენომენი“ მესისა და რონალდუს წინ დააყენა და ასევე ზიდანის განსაკუთრებულობასაც შეეხო.

რონალდო ვარჯიშების დროს გამოირჩეოდა. ის საუკეთესო იყო. აღარ იქნება მეორე „ფენომენი“. არანაირი ნეიმარი, მესი, ან კრიშტიანუ - რონალდო უნიკალური იყო.

ვფიქრობ, რომ ჩემი თაობის დროს გოლების გატანა უფრო რთული იყო. ადრე დაცვაში მოთამაშე ფეხბურთელები ფიზიკურად უფრო ძლიერები იყვნენ და ფორვარდები ნაკლებად დაცულნი, თუმცა რონალდოს მაინც ყველაფრის გაკეთება შეეძლო.

ვფიქრობ, რომ რონალდუსა და მესის 3 წელი კიდევ დარჩათ, შემდეგ კი მათ ბრძოლას ნეიმარი, მბაპე და აზარი გადაიბარებენ.

აზარი ძალიან მალე დაამტკიცებს, რომ ის მსოფლიოს ნომერ პირველი მოთამაშეა“.

კარლოსმა საუბარი ზინედინ ზიდანის შესახებ განაგრძო და მისი „რეალში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა:

„ზიდანი ჩვენთან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით გადმოვიდა. ის იყო მოთამაშე, რომელიც არც ისე ბევრს საუბრობდა, სამაგიეროდ, იგი მოედანზე თავისი თამაშით ამბობდა სათქმელს.

ის ნამდვილი არტისტი და ბალეტის მოცეკვავე იყო. იგი, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ეს ეჭვგარეშეა. ასევე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ამჟამად.

ზიზუ, ადამიანური მხრიდანაც დიდებული პიროვნებაა. იგი, თავის მოთამაშეებთან კარგ ურთიერთობას აყალიბებს. მან, იცის მადრიდის „რეალის“ მენტალიტეტი. ფეხბურთელთელებს სამუშაო გაუმარტივა. ზიდანმა იცის, თუ როგორ აზროვნებენ ისინი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები