ოფიციალურად: ყაზაიშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად: ყაზაიშვილი "ლეგიაში" 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ვარშავის "ლეგიაში" გააგრძელებს.

ინფორმაცია პოლონური კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. ყაზაიშვილი, რომლის სატრანსფერო უფლებები არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, "ლეგიაში" იჯარის წესით ერთ სეზონს გაატარებს, რის შემდეგაც ვარშაველებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

"მოხარული ვარ, რომ "ლეგიას" შევუერთდი და ასეთ დიდ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებ. "ლეგიაზე" ბევრი კარგი მსმემნია ჩემი თანამემამულე ლადო დვალიშვილისგან. სწორედ ის თამაშობდა "ლეგიაში" და კლუბზე ბევრი რამ მიამბო.

ჩემპიონთა ლიგაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერია შესაძლებელი. სწორედ ჯგუფიდან გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ!", - განუცხადა ყაზაიშვილმა პოლონური კლუბის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია" წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც მეტოქეებად მადრიდის "რეალი", დორტმუნდის "ბორუსია" და ლისაბონის "სპორტინგი" ეყოლება.

პირველ შეხვედრას "ლეგია" 14 სექტემბერს საკუთარ მოედანზე, "ბორუსიას" წინააღმდეგ გამართავს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები