Aa Aa
16 მაისი 2020  |  21:41

MARCA: სიტისა და რეალის საპასუხო მატჩის თარიღი ცნობილია

ბუნდესლიგის განახლების შემდეგ, ყველა მოუთმენლად ელის, თუ როდის განახლდება სხვა წამყვანი ჩემპიონატები და ჩემპიონთა ლიგა.

ესპანური Marca წერს, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის უმთავრესი მერვედფინალური მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ შორის 7 აგვისტოს შედგება.

როგორც ცნობილია, უეფამ საბოლოო გადაწყვეტილება 27 მაისს უნდა მიიღოს და ტურნირის განახლების თარიღი დაამტკიცოს.

ფიფასა და უეფას ერთობლივი მუშაობის შედეგად, ქვეყნის ჩემპიონატების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ შიდა პირველობები ივნისი-ივლისის თვეებში გაიმართება და აგვისტომდე ყველაფერი დასრულდება. შემდეგ, ზაფხულის ბოლო თვე მთლიანად ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგას დაეთმობა.

თუ, ყველაფერი ასე მოხდა, მერვედფინალურ მატჩებს შორის დაახლოებით 170 დღე იქნება გასული, რაც ბევრ რამეს ცვლის. შესაძლოა კონკრეტული გუნდი ფორმაში არ იყოს, მისი მეტოქე კი პირიქით - შედეგი კი მოულოდელი იქნება... ეს ყველაფერი ჩვენ მოლოდინს უფრო მეტად ამძაფრებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები