„რუნის ინტიმური კავშირი ასაკოვან ქალბატონთან ჰქონდა... მანჩესტერი ვერ შემცვლიდა
Aa
Aa

„რუნის ინტიმური კავშირი ასაკოვან ქალბატონთან ჰქონდა... მანჩესტერი ვერ შემცვლიდა" - აცხადებს გასკოინი

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, პოლ გასკოინმა The Athletic-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი „მანჩესტერ იუნაიტედში" ჩაშლილი ტრანსფერი იყო.

1988 წელს „გაზამ“ სატელეფონო საუბრისას სერ ალექს ფერგიუსონს სიტყვა მისცა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ გადავიდოდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. „ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა, ირვინგ სკოლარმა გასკოინს წინადადებით მიმართა და შესთავაზა, რომ „დეზებში“ გადასვლის შემთხვევაში, მისი მშობლებისთვის 120 000 ფუნტის ღირებულების სახლს შეიძენდა. ინგლისელმა ლონდონური კლუბი აირჩია, რამაც სერ ალექსი გაანაწყენა.

„ფერგიმ“ გასკოინს სულელი ბიჭი უწოდა და მოგვიანებით განაცხადა, რომ „გაზა“ „მანჩესტერში“ რომ გადასულიყო, მისი ცხოვრება სხვანაირად განვითარდებოდა და არც ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან მოუწევდა ბრძოლა.

გასკოინი შოტლანდიელს არ ეთანხმება, თვლის, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ არაფერი შეიცვლებოდა და მაგალითად „იუნაიტედის“ ფეხბურთელები მოჰყავს: „ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ მანჩესტერში რომ გადავსულიყავი ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ არ მგონია ეს სიმართლე იყოს.

მანჩესტერში ყოფნისას რიო ფერდინანდი დოპინგ-ტესტს გაექცა. ერიკ კანტონამ ვიღაც ძუკნას ყელში ფეხი ჩაარტყა. უეინ რუნის ინტიმური კავშირი ასაკოვან ქალბატონთან ჰქონდა, ხოლო რაიან გიგზს თავისი ძმის მეუღლესთან. ასე რომ...“.

შეგახსენებთ, რომ „გაზა“ „ტოტენჰემში“ 1992 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი, „ლაციოს“ მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები