Aa
Aa

“დიდი გამარჯვების დღე” - “დინამოს” ევროპული ტრიუმფიდან 39 წელი გავიდა

თბილისის "დინამოს" დიდი ევროპული წარმატებიდან ზუსტად 39 წელი გავიდა. ნოდარ ახალკაცის გუნდმა ევროპის ერთ-ერთი საკლუბო ტურნირი - თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1981 წლის 13 მაისს, თბილისის "დინამომ" ქართული ფეხბურთის ისტორიაში - ყველაზე დიდ, ხოლო ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტის ხილვა სტატიაზე მიბმული ვიდეოს მეშვეობით შეგიძლიათ.

ისიც ვთქვათ, რომ ამ გამარჯვების 38 წლის იუბილე "დინამოს" ვეტერან ფეხბურთელებს გასულ წელს Crystalbet-მა განსაკუთრებულად მიულოცა და სპეციალური საღამო მოუწყო.

 

კომპანია Crystalbet-ისა და CrystalSport-ის სახელით, გვინდა, ჩვენს ლეგენდარულ ფეხბურთელებსა და იმ "დინამოს" თითოეულ წევრს დიდი გამარჯვებიდან 39 წლის იუბილე მივულოცოთ! კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ სიხარულისთვის, რაც სრულიად საქართველოს აჩუქეთ! 

შეგახსენებთ, "დინამოელებმა" ტურნირის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც დიუსელდორფში გაიმართა, გერმანულ "კარლ ცაისს" 2:1 მოუგეს - გოლები გუცაევმა და დარასელიამ გაიტანეს.

შედეგად, კიევის "დინამოს" შემდეგ ჩვენი "დინამო" საბჭოთა კავშირის მეორე წარმომადგენელია, რომელმაც ევროპის თასების მფლობელთა თასის ჩემპიონობა იზეიმა. საბჭოთა კავშირიდან, ამ ორი კლუბის გარდა, ეს ტურნირი სხვა არც ერთ გუნდს მოუგია.

ისიც აღვნიშნოთ, რომ მომდევნო, 1981-82 წლების სეზონში, ახალკაცის გუნდი თასების თასის 1/2 ფინალში დამარცხდა ბელგიურ "სტანდარდთან", რომელმაც ფინალში "ბარსელონასთან" წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები