Marca:
Aa
Aa

Marca: "რეალი" სუპერვარსკვლავს შეუთანხმდა!

მადრიდული გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, "რეალი" თავის ვარსკვლავს, გარეტ ბეილს, ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. 

უელსელი "ბლანკოსთან" ხელშეკრულებას 2021 წლამდე გააფორმებს და ხელფასის სახით, წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს, რითაც სერხიო რამოსს გაუტოლდება. მათზე უფრო მეტს მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ გამოიმუშავებს, რომლის წლიური ანაზღაურებაც 14 მილიონ ევროს უტოლდება. 

27 წლის ბეილი, "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2013 წელს, "ტოტენჰემიდან" გადმოვიდა. 

 

მომზადებულია Marca.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები