ორთვიანი პაუზის შემდეგ
Aa
Aa

ორთვიანი პაუზის შემდეგ "ლოკომოტივის" ფეხბურთელები სავარჯიშო მოედანს უბრუნდებიან

მსოფლიოშ გამაფებული პანდემიის გამო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თბილისის „ლოკომოტივმა“ ბაზაზე ვარჯიში გაანახლა.

ამსახველი ვიდეო კლუბის სოციალური ქსელით გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბი Crystalbet ეროვნული ლიგის ლიდერია.

ჩატარებული ორი ტურის შემდეგ „ლოკომოტივს“ 6 ქულა აქვს. გუნდმა “სამტრედია“ 3:1 დაამარცხას, ხოლო „ჩიხურას“ საჩხერეში 1:3 მოუგო..

აღსანიშნავია,რომ პაუზის დროს „ლოკომ“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე შეცვალა და მის ნაცვლად გუნდის მთავარ მწვრთნელად სოსო ფრუიძე დანიშნა.

ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდი გასული წლის აპრილში ჩაიბარა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვების გარდა, "ლოკომოტივი" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშიც გაიყვანა.

“ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორის გიორგი ყიფიანის თქმით, გუნდში მომხდარი ცვლილებები ფინანსურ ოპტიმიზაციას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები