Aa
Aa

"იუვენტუსი" საკუთარ გულშემატკივრებს დიდ სიურპრიზს უმზადებს!

როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერის შემდეგ, "იუვენტუსის" 10 ნომრიანი მაისური ვაკანტური გახდა. ცხადია, აღნიშნული ნომერი კლუბმა რომელიმე მოთამაშეს აუცილებლად უნდა გადასცეს. სწორედ ამ თემაზე, "Sky Sport Italia"-ს ჟურნალისტი, ტურინული გუნდის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი ფაბიო პარატიჩს დაუკავშირდა და მისგან საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაც მიიღო.

როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში "იუვენტუსის" ხელმძღვანელები, საკუთარი კლუბის გულშემატკივრებს დიდ სიურპრიზს უმზადებენ და პოგბას შემცვლელად გუნდში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველის მოყვანას აპირებენ.

თუ ვინ იქნება ახალი ათიანი, ჯერ-ჯერობით უცნობია. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელები აქსელ ვიტსელის შეძენას გეგმავდნენ, თუმცა მოგვიანებით, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ იგი ამ ზაფხულს "ზენიტის" დატოვებას არ აპირებს. "იუვენტუსის" რადარზე კი ამჟამად ისეთი ნახევარმცველები იმყოფებიან, როგორებიც სესკ ფაბრეგასი (ჩელსი), ნემანია მატიჩი (ჩელსი), ხამეს როდრიგესი (რეალი), ისკო (რეალი), მატეო კოვაჩიჩი (რეალი), მუსა სისოკო (ნიუკასლი) და ბლეზ მატუიდი (პსჟ) არიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები