ილიას ზუროსი:
Aa
Aa

ილიას ზუროსი: "ამ მატჩით დიდი და საჭირო გაკვეთილი მივიღეთ"

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, რუსეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"სანამ თამაშს შევაფასებდე, მსურს ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა, მადლობა გადავუხადო". 

"მიყოლებით 3 მატჩი ჩავატარეთ. ამ 3 მატჩში ყველა კალათბურთელს მიეცა სათამაშო დრო და შემიძლია ვთქვა, რომ თამაშითა და მოთამაშეებით ჯამში კმაყოფილი ვარ".

"დღევანდელი შეხვედრა ცოტა უცნაური გამოდგა. ჩვენს მეტოქეს არ ჰყავდა მაღალი ცენტრფორვარდი, ამიტომ აქცენტს შორეულ სროლებზე აკეთებდა. ამ ყველაფერმა კიდევ ბევრი რამ დაგვანახა, რის გამოსწორებაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ".

"მატჩის შემდეგ, ბიჭებს ის ბრძოლისუნარიანობა მივულოცე, რომელიც აჩვენეს. ალბათ დაინახავდით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი კალათბურთელები ძირს იყვნენ, ეს კი, იმის ნიშანია, რომ ბოლომდე იბრძოლეს".

"ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელსაც მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს. შეცდომები დავუშვით და ამაზე მუშაობა გაგრძელდება. ვეცდებით შესარჩევ მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ". - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა თბილისის "მერიის თასის" ფარგლებში, რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში, ოვერტაიმში 3 ქულით დამარცხდა - 97:100.

 

მსგავსი სიახლეები