გიორგი ლორიას მამა გარდაეცვალა
საქართველოს ნაკრებისა და რუსული "კრილიას" მეკარეს, გიორგი ლორიას, მამა გარდაეცვალა.
ნუგზარ ლორია კინორეჟისორი გახლდათ, ასევე გადაღებულია ფილმებში: "მე პელეს ნათლია", "მაცივარში ვიღაც იჯდა", "გზის დასაწყისი", "დილის ნისლივით" და "რულონი".
იგი ბოლო პერიოდში სიმსივნეს ებრძოდა და 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფეხბურთელის მამას, ხვალ, 16 აგვისტოს დაკრძალავენ.
crystalsport.ge-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ ლორიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გიორგი ლორიასა და მის ოჯახს.