რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ოთხშაბათისთვის
Aa
Aa

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ოთხშაბათისთვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

ფეხბურთი

ნიკარაგუის ჩემპიონატ ლიგა პრიმერაში ფლეი-ოფის ეტაპი 1/4 ფინალური მატჩებით იწყება. რეგულარულის შედეგად ორი გუნდი ავტომატურად 1/2 ფინალში მოხვდა, ამიტომ მხოლოდ ორი მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდება.

„დირიანგენი“, რომელმაც რეგულარულში მე-3 ადგილი დაიკავა, მე-6 ადგილოსან „იუვენტუს მანაგუას“ შეხვდება. კარგი ფორმისგან ორივე გუნდი შორსაა და ბოლო პერიოდში არასტაბილურად ასპარეზობენ. სხვა მხრივ, ამ სტადიონზე „იუვენტუს მანაგუას“ არასდროს მოუგია - 5 ფრე და 6 წაგება. დღესაც უპირობო ფავორიტად „დირიანგენი“ ითვლება, რომელმაც რეგულარულშიც დაამტკიცა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია.

გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს დღის მეორე მატჩსაც, რომელშიც მე-4 ადგილოსანი „ფერეტი“ მასზე ერთი ადგილით ქვემოთ გასულ „იალაპას“ უმასპინძლებს. სტუმრები ცუდ ფორმაში არიან და 1-ლი აპრილის შემდეგ, უკვე 5 თამაშია არ მოუგიათ. „ფერეტი“ კი სახლში ძლიერად ასპარეზობს და ამაზე ამ სტადიონზე გამართული ურთიერთშეხვედრებიც მეტყველებს.

შეგახსენებთ, მეოთხედფინალური ეტაპი ერთმატჩიანია, შესაბამისად, 1/2 ფინალში გამსვლელი გუნდები დღესვე გაირკვევა.

 *******

მეოთხედფინალური ეტაპიდან იწყება ნიკარაგუის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფლეი-ოფიც. როგორც ვიცით, ამ ტურნირზე უმაღლესი ლიგის გუნდების 20-წლამდელები თამაშობენ და როგორც კალენდარი, ასევე გათამაშების სტრუქტურა-ფორმატი, ანალოგიურია.

დღეს, ერთი შეხვედრაა ჩანიშნული - „ფერეტი“ საკუთარ არენაზე „რეალ მადრიზს“ დაუპირისპირდება. „ფერეტი“ რეგულარულში მე-4 ადგილზე გავიდა, „რეალმა“ კი მე-5 პოზიცია დაიკავა. იმავე რეგულარულის ეგიდით გამართული ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 2:2 დასრულდა.

 *******

ერთი შეხვედრაა ტაჯიკეთის ჩემპიონატში, რომელშიც სეზონი ახლახან დაიწყო. მე-3 ტურის ბოლო მატჩში კი „კუკტოში“ და „ხუჯანდი“ შეხვდებიან.

საწყის ორ ტურში „კუკტოშმა“ 4 ქულა აიღო, თანაც ჯერ გოლი არ გაუშვია, ხოლო „ხუჯანდის“ აქტივში 3 ქულაა. აღსანიშნავია, რომ ხუჯანდელთა მონაწილეობით ჩატარებულ ორ მატჩში ჯამურად 9 გოლი გავიდა.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქამდე გამართული 6-ვე მატჩი „ხუჯანდის“ გამარჯვებით დასრულდა. დღესაც სტუმრები აშკარა ფავორიტად მოიაზრებიან.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ Crystalbet-ი ამ მატჩზე ფსონებს, სტანდარტულ პოზიციებთან ერთად, კუთხურებსა და კარში დარტყმებზეც იღებს.

დადე ფსონი ფეხბურთზე დადე ფსონი ფეხბურთზე

სიმულირებული რეალითი ლიგა (SRL)

სიმულირებული რეალითი ლიგა წარმოადგენს რეალური მატჩების მოდელირებას, თამაშის მიმდინარეობა წარიმართება რეგულარული მატჩის ფორმატში - ორი 45-წუთიანი ტაიმით. ტურნირის სახელი Simulated Reality League (SRL) მიუთითებს იმაზე რომ მატჩები იმიტირებულია და არ არის რეალური, ფსონების მიღება და დაანგარიშება მოხდება რეგულარული მატჩის ფორმატში.

SRL-ის ეგიდით, დღეს 4-4 მატჩია ჩანიშნული ინგლისის, ესპანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონატების ეგიდით, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 2 შეხვედრაა დაგეგმილი.

სიმულირებული რეალითი ლიგის ყველა მატჩზე Crystalbet-ი ფსონებს 1000-მდე პოზიციაზე იღებს. ჩვეულებრივი პოზიციების გარდა, მომხმარებელს ფსონის დადება ყვითელ ბარათებსა და კუთხურებზეც შეუძლია.

დადე ფსონი SRL-ზე დადე ფსონი SRL-ზე

ფრენბურთი

რუსეთში, ქალებს შორის, Ural League გრძელდება. დღეისთვის ორი შეხვედრაა ჩანიშნული. "ურალ მაუნტიენსი"-"ენერჯისა" და "ურალ სტარსი"-"რედ ფოქსის" შეხვედრებში შანსები დაახლოებით თანაბრად ნაწილდება და ექსპერტები დაძაბულ ბრძოლას ვარაუდობენ. Crystalbet-ი ხსენებულ მატჩებზე ფსონებს მოგებულ-წაგებულზე, ქულების ჰანდიკაპსა და ტოტალზე იღებს.

*******

ამხანაგური ტურნირი მიმდინარეობს Kung Volleyball-იში. ვინაიდან ეს სპორტი ჩვეულებრივი ფრენბურთისგან განსხვავდება და ფართო აუდიტორიამ მისი წესები ნაკლებად იცის, ვეცადოთ, უკეთ გავერკვიოთ.

“კუნგ ფრენბურთი” სტანდარტული ფრენბურთის მსგავსი თამაშია - გუნდებში 3-3 მოთამაშეა. მატჩი ორი სეტის მოგებამდე გრძელდება, თითოეული კი 21 ქულამდეა. იმ შემთხვევაში, თუ თამაში მე-3 სეტამდე მივიდა, იქ უკვე 15 ქულის აღებაა საჭირო. ამასთანავე, სეტის მოსაგებად აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობით წინ გასვლა, მაგალითად: თუ ანგარიში 20:20 გახდა, თამაში იქამდე გაგრძელდება, სანამ რომელიმე გუნდი ორი ქულით არ დაწინაურდება.

მოთამაშეებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ხელები თამაშის დროს, ბურთის გასათამაშებლად საჭიროა ფეხების, თავის, მუხლების და გულმკერდის გამოყენება.

Crystalbet-ი ხსენებულ ამხანაგურ ტურნირ Kung Volleyball-იზე ფსონებს მატჩების მოგებულზე, ქულების ფორებსა და ქულების მეტობა-ნაკლებობაზე იღებს. დღის განმავლობაში 10-მდე მატჩი გაიმართება, შეხვედრები სესიებადაა გადანაწილებული.

დადე ფსონი ფრენბურთზე დადე ფსონი ფრენბურთზე

ჰოკეი

რუსეთში, „შორთ ჰოკეიში“, რომელიც 10-წუთიან 3 ტაიმს მოიცავს, Liga Pro-სა და კომეტა დივიზიონის გათამაშებები გრძელდება. დღეს ჯამში 20-ზე მეტი თამაში გახლდათ ჩანიშნული, ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულ დროს იწყება, შესაბამისად, სათამაშო დღე პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე მიმდინარეობს.

იქიდან გამომდინარე, რომ მატჩებს დიდწილად გასართობი ხასიათი აქვს, იმაზე გაცილებით მეტი გოლი გადის ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივ ჰოკეიში. არადა, მასთან შედარებით "შორთ ჰოკეიში" დრო 2-ჯერ ნაკლებია.

Crystalbet-ი თავის მომხმარებელს სრულიად უფასოდ სთავაზობს, რომ „შორთ ჰოკეის“ ყველა მატჩს პირდაპირ ეთერში უყუროს - ამისთვის მხოლოდ საიტზე ავტორიზაციაა საჭირო.

დადე ფსონი ჰოკეიზე დადე ფსონი ჰოკეიზე

დარტსი

საინტერესო დღეა დარტსის მოყვარულთათვის, მათთვის დღეს 4 ტურნირია - Modus Icons of Darts 2020, PDC Home Tour-ი, ჩეხეთის შიდა ჩემპიონატი და Modus Sports Night at the Darts-ი.

Modus Icons of Darts 2020-ი საერთაშორისო მასშტაბისაა და, ბუნებრივია, გაცილებით დიდ ყურადღებას იქცევს. შუა დღიდან მოყოლებული მოთამაშეები დაფასთან დადგებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ იასპარეზებენ. თითოეული მოთამაშე ოთხ სხვადასხვა შეხვედრას გამართავს. ყველა მატჩზე ფსონის დადება, შემდეგ კი მათი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Crystalbet-ის ვებგვერდზე სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

*******

ასევე ვთქვათ, რომ დანარჩენი სამივე ტურნირის: PDC Home Tour-ი, ჩეხეთის ჩემპიონატისა და Modus Sports Night at the Darts-ის მატჩებსაც პირდაპირ ეთერში Crystalbet-ის საიტზე ვიხილავთ.

დადე ფსონი დარტსზე დადე ფსონი დარტსზე

მაგიდის ჩოგბურთი

ბრაზილიაში, სომხეთში, რუსეთსა და უკრაინაში შიდა ტურნირები გრძელდება. გარდა ამისა, Win Cup-ის საინტერესო მატჩებია. ჯამში კი დღეისთვის 300-ზე მეტი ოფიციალური მატჩი გახლდათ დაგეგმილი, ამიტომ ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი შეხვედრათა გადახედვა-გარჩევა ჩვენს პარტნიორ Flashscore-ზე შეგიძლიათ.

დღეს გასამართ ორივე ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო ანგარიშზე - 10:10 მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგალითად: 12:10; 13:11, 16:14 და ა.შ.

კონკრეტულად რუსეთის ჩემპიონატ Liga Pro-სა და Win Cup-ის ეგიდით დღეს დაგეგმილ ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაციას Crystalbet-ის საიტზე სრულიად უფასოდ ვიხილავთ.

დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე

ბადმინტონი

შიდა ტურნირები გრძელდება სომხეთის ჩემპიონატში. ერთეულთა შორის 6 შეხვედრაა, რასაც წყვილთა შორის გასამართი 4 მატჩიც ემატება. ყველა თამაშის მოგებულ-წაგებულზე ფსონის დადება Crystalbet-ზე შეგიძლიათ, ზოგ თამაშზე კი ფორებისა და მეტ-ნაკლებობების პროგნოზირებაცაა შესაძლებელი.

დადე ფსონი ბადმინტონზე დადე ფსონი ბადმინტონზე

eSports

როგორც ყოველთვის, საინტერესო დღეა Esports-ის მოყვარულთათვის. FIFA-ს, დოტა 2-ისა და League of Legends-ის გულშემატკივრებს მოწყენის საშუალება ნამდვილად არ ექნებათ. 

კიბერ სპორტის ყველა ამ სახეობის ეგიდით გასამართ თითოეულ მატჩზე Crystalbet-ის პროგრამაში მრავალფეროვანი არჩევანია. 

დადე ფსონი eSports-ზე დადე ფსონი eSports-ზე

ცხელი ამბები